VICO ONE

სალარო და საწყობი — ერთ პროგრამაში

საქართველოს მაღაზიებისთვის. ერთი ან რამდენიმე სალარო, ოფლაინ მუშაობით.

გამოსვლამდე დარჩა27.07.2027
274
დღე
20
საათი
08
წუთი
51
წამი
  • 4 რეჟიმი

    ერთ პროგრამაში

  • ოფლაინ

    სალარო ყიდის კავშირის გარეშეც

  • TLS

    დაშიფრული კავშირი

  • ავტომატური

    განახლებები

ვისთვის

ვისთვისაა

მცირე და საშუალო ზომის მაღაზიებისთვის — ერთი კომპიუტერიდან რამდენიმე სალარომდე.

მინი-მარკეტი და სასურსათო მაღაზია

სალარო, ნაშთები და ანგარიშები ერთ კომპიუტერში.

მაღაზია რამდენიმე სალაროთი

ერთი ბაზა ყველა სალაროსთვის, ოფლაინ გაყიდვებით.

მაღაზია საწყობითა და მომწოდებლებით

მარაგები, მომწოდებლები და RS.ge-ის ზედნადებები.

ფუნქციები

შესაძლებლობები

სალარო

სკანირება, ფასდაკლებები, ქვითრები და დაბრუნება.

ცვლა და სალაროს დათვლა

ცვლის გახსნა, დახურვა და ნაღდი ფულის დათვლა.

საწყობი

მიღება, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია და მოძრაობის ისტორია.

მომწოდებლები და ვალები

კონსიგნაცია, ვალები, გადახდები და შეკვეთები.

RS.ge-ის ზედნადებები

მომწოდებლის ელექტრონული ზედნადები პირდაპირ საწყობის მიღებაში — მონაცემების ხელით შეყვანის გარეშე.

თანამშრომლები და უფლებები

PIN-კოდით შესვლა, როლებისა და წვდომების მართვა. მნიშვნელოვანი ქმედებები ინახება აუდიტის ჟურნალში.

VIM — მაღაზიის ჩატი

მოკლე შეტყობინებები სალაროს, საწყობსა და ოფისს შორის — დამატებითი აპლიკაციის გარეშე.

VICloud — ავტომატური ბექაპი

ბაზის დაშიფრული ასლი VICO-ს სერვერზე — კომპიუტერის დაზიანების შემთხვევაშიც მონაცემები აღდგება. ასლების ისტორია ჩანს პროგრამაში.

არქიტექტურა

ერთი მაღაზია — რამდენიმე კომპიუტერი

ოთხი რეჟიმი — აირჩიეთ პირველი გაშვებისას.

ღრუბელიმენეჯერისალარო K1სალარო K2საწყობი W1ოფლაინ
  • ერთი კომპიუტერი

    პატარა მაღაზიისთვის — სალარო, საწყობი და ანგარიშები ერთ კომპიუტერში.

  • მენეჯერი

    ოფისის კომპიუტერი — მაღაზიის მონაცემთა ბაზა, ანგარიშები და ყველა ტერმინალის მართვა.

  • სალარო

    სალაროს ტერმინალი, რომელიც მენეჯერთან დაშიფრული კავშირით მუშაობს.

  • საწყობი

    საწყობის ტერმინალი საქონლის მიღებისა და მოძრაობის სამართავად — ფულთან წვდომის გარეშე.

საიმედოობა

საიმედოობა

კავშირი გაითიშა? სალარო მუშაობას აგრძელებს.

ინტერნეტის ან სერვერთან კავშირის გათიშვის შემთხვევაშიც სალარო აგრძელებს გაყიდვებს. კავშირის აღდგენის შემდეგ გაყიდვების მონაცემები ავტომატურად სინქრონიზდება. ქვითრების ნომრები არ დუბლირდება.

განახლება — თქვენი მუშაობის შეჩერების გარეშე

ახალი ვერსია ფონურად ჩამოიტვირთება და დაინსტალირდება მხოლოდ თქვენი დადასტურების შემდეგ — არასოდეს გაყიდვის პროცესში.

თქვენი მონაცემები თქვენია

მონაცემთა ბაზა ინახება მაღაზიაში. გაყიდვებს, პროდუქტებს და პირად მონაცემებს VICO-ს სერვერზე თქვენი ნებართვის გარეშე არ ვაგზავნით, ექსპორტი ყოველთვის ხელმისაწვდომია. PIN-კოდები დაშიფრულია, ტერმინალი მხოლოდ ავტორიზებული დაშვებით დაკავშირდება.

ბექაპი, რომელსაც მხოლოდ თქვენ წაიკითხავთ

VICloud-ის ასლი თქვენს კომპიუტერზე დაიშიფრება მფლობელის პაროლით და მხოლოდ შემდეგ ინახება ჩვენს სერვერზე. ჩაირთება მხოლოდ თქვენი ნებართვით.

სისტემური მოთხოვნები

  • Windows 10 ან 11, 64-ბიტიანი
  • ლოკალური ქსელი — რამდენიმე კომპიუტერის ერთ სისტემაში მუშაობისთვის
  • სალაროს მუშაობისთვის ინტერნეტი საჭირო არ არის
  • შტრიხკოდის სკანერი, ქვითრის პრინტერი და სასწორი — USB, არასავალდებულო
  • VICloud ბექაპისთვის — ინტერნეტი მენეჯერის კომპიუტერზე
ფასები

ფასები

პროგრამა ერთ კომპიუტერზე უფასოა. ფასიანია მხოლოდ ოფციები და დამატებითი კომპიუტერები — ფიქსირებული ფასი ლარში. გაყიდვებიდან პროცენტს არ ვიღებთ.

უფასო

0 ₾

ერთი კომპიუტერი, ვადის შეზღუდვის გარეშე.

  • სალარო და ქვითრები
  • საწყობი და ნაშთები
  • ანგარიშები
  • მონაცემების ექსპორტი
  • ლოკალური ასლი
  • აღწერა ტელეფონით ან სკანერით

ფასიანი ოფციები

თითოეულს თავისი ფასი აქვს. აირჩიეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ.

  • VICloud15 ₾ თვეში
  • VICO Mini10 ₾ თვეში
  • RS.ge15 ₾ თვეში
  • დამატებითი კომპიუტერი15 ₾ თვეში

ყველაფერი ერთად

32 ₾

თვეში, ერთ კომპიუტერზე

სამივე ოფცია — 20% ფასდაკლებით მთელ თანხაზე, კომპიუტერების ჩათვლით.

დანერგვა, სწავლება და აღჭურვილობის მორგება — ცალკე, ერთჯერადი გადასახადი. ინდივიდუალური ავტომატიზაცია — ცალკე შეთანხმებით. გადახდა თუ დაგვიანდა, სალარო, თქვენი მონაცემები და ექსპორტი მუშაობას აგრძელებს. შეღავათიანი პერიოდის შემდეგ შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ ფასიანი ფუნქციები — წინასწარ შეტყობინებით.

VICO ONE თქვენს მაღაზიაში

უფასო დაწყება ან ფასიანი დანერგვა და სწავლება.

შეუკვეთე დანერგვა