კონფიდენციალობა
ბოლო განახლება: 11.10.2026
ვებგვერდი
ვებგვერდი ანალიტიკისა და რეკლამის სერვისებს არ იყენებს და ვიზიტორებს არ აკვირდება. cookie ორი მიზნით ინახება: არჩეული თემის (ნათელი ან მუქი) დასამახსოვრებლად და — კლიენტის ან ტესტერის კაბინეტში შესვლისას — სესიის შესანარჩუნებლად; სხვა cookie არ არის. სერვერი, ისევე როგორც ნებისმიერი ვებგვერდი, ტექნიკურ ჟურნალს ინახავს (IP მისამართი, მოთხოვნის დრო) — უსაფრთხოებისთვის და შეცდომების აღმოსაფხვრელად.
მოთხოვნის ფორმაში მითითებული სახელი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, კომპანიის დასახელება და შეტყობინება ინახება VICO-ს სერვერზე და გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად და მომსახურების გასაფორმებლად. IP მისამართი ინახება ფორმის ბოროტად გამოყენების შესაზღუდავად.
დაწყების ანკეტაში ასევე ინახება მაღაზიის ტიპი, სალაროების რაოდენობა და არსებული პროგრამა — დანერგვის მოსამზადებლად. დახმარების უშედეგო ძიებებისას ინახება საძიებო ფრაზა, ენა, რაოდენობა და ბოლო ძიების დრო, რათა ინსტრუქციები გავაუმჯობესოთ. IP მისამართი გამოიყენება მოთხოვნების სიხშირის შესაზღუდად.
VICO ONE
მაღაზიის მონაცემები — გაყიდვები, ნაშთი, თანამშრომლები, მომწოდებლები — მაღაზიას ეკუთვნის, ინახება მაღაზიის კომპიუტერზე და VICO-ს სერვერზე მაღაზიის ნებართვის გარეშე არ იგზავნება. მონაცემების ექსპორტი ყოველთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის გადაუხდელი ტარიფის დროს.
პროგრამა ინტერნეტს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში უკავშირდება:
- განახლებების შემოწმება — ყოველ 6 საათში. იგზავნება მხოლოდ ვერსია, კომპიუტერის ტიპი, ტერმინალების რაოდენობა და კომპიუტერის ID. განახლებები პარამეტრებში შეიძლება გამოირთოს;
- ვალუტის კურსი — საქართველოს ეროვნული ბანკიდან;
- rs.ge ზედნადებები — თუ მაღაზია ამ ფუნქციას ჩართავს;
- VICloud ბექაპი — მხოლოდ თუ მაღაზიის მფლობელი მას ჩართავს (ქვემოთ);
- VICO Mini (დღის მონაცემები მფლობელის ტელეფონზე) — მხოლოდ თუ მაღაზიის მფლობელი მას ჩართავს (ქვემოთ).
ლიცენზია
ლიცენზიის კოდი პროგრამაში ოფლაინ მოწმდება — ინტერნეტი და VICO-ს სერვერი ამისთვის საჭირო არ არის, ტარიფის შესახებ მონაცემები განახლებების შემოწმებას არ ემატება. VICO-ს სერვერზე ინახება კლიენტის დასახელება, საკონტაქტო მონაცემები, ტარიფი, ლიცენზიები და გადახდები. ბარათის ან ბანკის მონაცემები VICO-ში არ ინახება.
ლიცენზიის შეკვეთის ფორმაში მითითებული მაღაზიის დასახელება და ტელეფონი, არჩეული ოფციები, კომპიუტერების რაოდენობა, პერიოდი და თანხა ინახება VICO-ს სერვერზე — ინვოისის გამოსაწერად და ლიცენზიის გასაცემად. IP მისამართი ინახება ფორმის ბოროტად გამოყენების შესაზღუდავად. პროგრამაში შეკვეთის ღილაკი მხოლოდ ბრაუზერს ხსნის: თუ ლიცენზია უკვე გაქვთ, მისამართში მისი ნომერია — პროგრამიდან სხვა არაფერი გადაეცემა.
კლიენტის კაბინეტი
კაბინეტზე წვდომას VICO ხსნის — თვითრეგისტრაცია არ არსებობს. ინახება შესვლის ელ-ფოსტა, სახელი (თუ მიუთითებთ), პაროლის შეუქცევადი ჰეში, ბოლო შესვლის დრო და მოქმედი სესიები (IP მისამართი, ბრაუზერის აღწერა და ბოლო აქტივობის დრო) — მხოლოდ შესვლისა და უსაფრთხოებისთვის. კაბინეტში ჩანს თქვენივე ტარიფი, ლიცენზიები, ინვოისები, გადახდები და ასლების ისტორია. გადახდა ბანკის გადარიცხვით ხდება — ბარათის მონაცემებს VICO არ იღებს და არ ინახავს.
ტესტერები
ტესტერის წვდომას VICO ხსნის — თვითრეგისტრაცია არ არსებობს. ინახება ელ-ფოსტა, სახელი, პაროლის შეუქცევადი ჰეში, ბოლო შესვლის დრო და მოქმედი სესიები (IP მისამართი, ბრაუზერის აღწერა და ბოლო აქტივობის დრო), ასევე ტესტის ანგარიშები: შედეგი, აღწერა, პროგრამის ვერსია, კომპიუტერის აღწერა და ატვირთული სკრინშოტები. სკრინშოტები ხელახლა კოდირდება (EXIF და მდებარეობა იშლება) და ღიად არ ქვეყნდება — მათ ხედავს მხოლოდ ანგარიშის ავტორი და VICO-ს ადმინისტრაცია. ანგარიშს შეიძლება სხვა ფაილებიც დაერთოს — ლოგი, არქივი ან ეკრანის ვიდეოჩანაწერი; ისინი ინახება ისე, როგორც გამოგზავნეთ (შინაარსი და მეტამონაცემები არ იცვლება), და მათაც მხოლოდ ანგარიშის ავტორი და VICO-ს ადმინისტრაცია ხედავს. ინახება ისიც, როდის ჩამოტვირთა ტესტერმა დავალების ვერსია. ტესტერი სხვა ტესტერების ანგარიშებს ვერ ხედავს. თუ ელ-ფოსტით შეტყობინებები ჩართულია, ტესტერს ეგზავნება წერილი ახალი დავალების ან დაბრუნებული ანგარიშის შესახებ — წერილში მხოლოდ დავალების სათაური და ბმულია; პაროლი და ანგარიშის შინაარსი წერილში არასდროს იგზავნება. სატესტო ვერსიები მხოლოდ ტესტერებისთვისაა: განახლებებში არ ხვდება და მათ ჩამოტვირთავს მხოლოდ ის ტესტერი, რომელსაც ამ ვერსიით დავალება აქვს.
VICloud ბექაპი
- ჩაირთება მხოლოდ მფლობელის მიერ, ადმინისტრატორის პაროლით და ცალკე ნებართვით.
- ბაზის ასლი მაღაზიის კომპიუტერზე დაიშიფრება (AES-256) გასაღებით, რომელიც მფლობელის პაროლიდან იქმნება, და მხოლოდ შემდეგ იგზავნება. VICO-ს სერვერს ასლის შიგთავსის წაკითხვა არ შეუძლია.
- სერვერზე ინახება ასლის ზომა, თარიღი და ტიპი (ავტომატური ან ხელით) — ასლების ისტორიისთვის, რომელსაც მაღაზია პროგრამაში ხედავს. ასლები თანდათან თხელდება: ბოლო ორი კვირა — ყოველდღიური, შემდეგ კვირაში ერთი, შემდეგ თვეში ერთი; ისტორია დაახლოებით ნახევარ წელს მოიცავს.
- მაღაზიას ნებისმიერი ასლის წაშლა პროგრამიდანვე შეუძლია. წაშლილი ასლი მაშინვე ქრება ისტორიიდან, ფაილი კი სერვერიდან 14 დღეში იშლება — ამ ხნის განმავლობაში შეცდომით წაშლილი ასლის დაბრუნება შესაძლებელია.
- გადაუხდელი ტარიფის დროს ახალი ასლები შეიძლება შეჩერდეს, მაგრამ უკვე შენახული ასლების ნახვა და ჩამოტვირთვა ხელმისაწვდომი რჩება.
VICO Mini — დღის მონაცემები მფლობელის ტელეფონზე
- ჩაირთება მხოლოდ მფლობელის მიერ, ადმინისტრატორის პაროლით, მას შემდეგ, რაც პროგრამა აჩვენებს, რა იგზავნება. ტელეფონის დამატებამდე არაფერი იგზავნება.
- მაღაზიის კომპიუტერი დაახლოებით წუთში ერთხელ აგზავნის მოკლე შეჯამებას: დღის, კვირისა და თვის გაყიდვებს, ქვითრების რაოდენობასა და საშუალო ქვითარს, მოგებას, ნაღდი და ბარათით გადახდების ჯამს, დაბრუნებებსა და გაუქმებულ ქვითრებს, ვაჭრობას საათების მიხედვით და ბოლო 30 დღის გაყიდვებს დღეების მიხედვით, დღის ყველაზე გაყიდვად პროდუქტებს, პროდუქტებს, რომელთა მარაგი იწურება (სია და რაოდენობა), და ღია ცვლებს (მოლარის სახელი და გახსნის დრო). ცალკეული ქვითრები, მყიდველები, ფასების სია და ბაზის ასლი არ იგზავნება.
- შეჯამება მაღაზიის კომპიუტერზე იშიფრება (AES-256). გასაღები იქმნება იმავე კომპიუტერზე და ტელეფონს QR კოდით გადაეცემა — VICO-ს სერვერზე ის არასდროს ხვდება, ამიტომ სერვერი შენახულ მონაცემებს ვერ კითხულობს.
- სერვერზე ინახება მხოლოდ ბოლო შეჯამება (წინას ახალი ანაცვლებს), მისი მიღების დრო და დაკავშირებული ტელეფონების სია: სახელი, რომელიც მფლობელმა დაარქვა, დამატებისა და ბოლო ნახვის დრო და წვდომის კოდის შეუქცევადი ჰეში.
- ტელეფონზე, ბრაუზერის მეხსიერებაში, ინახება წვდომის კოდი და გასაღები; მათი წაშლა გვერდიდანვე შეიძლება. ვისაც QR კოდი აქვს, მონაცემებს ხედავს — მფლობელს ნებისმიერი ტელეფონის გათიშვა პროგრამიდან შეუძლია.
- გამორთვისას პროგრამა სერვერს სთხოვს შეჯამებისა და ტელეფონების სიის წაშლას. გადაუხდელი ტარიფის დროს ახალი შეჯამებები აღარ იგზავნება; ბოლო შენახული ტელეფონზე ჩანს, სანამ მფლობელი მას არ გამორთავს.