VICO ONE

სალარო, საწყობი და აღრიცხვა —ერთ პროგრამაში

შექმნილია საქართველოს მარკეტებისა და მაღაზიებისთვის — ერთი კომპიუტერიდან რამდენიმე სალაროსა და საწყობამდე. გაყიდვები, მარაგები, ვალები და ცვლები — ერთ სისტემაში.

გამოსვლამდე დარჩა27.07.2027
273
დღე
07
საათი
26
წუთი
17
წამი
  • 4 რეჟიმი

    ერთ პროგრამაში

  • ოფლაინ

    სალარო ყიდის კავშირის გარეშეც

  • TLS

    დაშიფრული კავშირი

  • ავტომატური

    განახლებები

Who It’s For

Who it’s for

Small and medium-sized stores — from a single computer to several tills.

Mini-market or grocery store

Till, stock and reports on one computer.

A store with several tills

One database for every till, with offline sales.

A store with a warehouse and suppliers

Stock, suppliers and RS.ge waybills.

ფუნქციები

ყველაფერი, რაც მაღაზიის ყოველდღიურ მუშაობას სჭირდება

სალარო

ბარკოდის სკანირება, ფასდაკლებები, გადადებული კალათა, ჩეკის ბეჭდვა და დაბრუნება — ყველაფერი სწრაფი გაყიდვებისთვის. სენსორული ეკრანის მხარდაჭერით.

ცვლა და სალაროს დათვლა

ცვლის გახსნა და დახურვა, თანხის დათვლა კუპიურებისა და მონეტების მიხედვით და ხელმოსაწერი ქვითარი — სრული კონტროლი თითოეული ცვლის ოპერაციებზე.

საწყობი

საქონლის მიღება, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია და ნაშთის კორექტირება მიზეზის მითითებით. თითოეული პროდუქტის მოძრაობის სრული ისტორია.

მომწოდებლები და ვალები

კონსიგნაცია, ვალი თითოეულ მიღებაზე, გადახდები და შეკვეთების სია — ყოველთვის იცით, რა გაქვთ მიღებული, რა გაქვთ გადასახდელი და რა არის გზაში.

RS.ge-ის ზედნადებები

მომწოდებლის ელექტრონული ზედნადები პირდაპირ საწყობის მიღებაში — მონაცემების ხელით შეყვანის გარეშე.

თანამშრომლები და უფლებები

PIN-კოდით შესვლა, როლებისა და წვდომების მართვა. მნიშვნელოვანი ქმედებები ინახება აუდიტის ჟურნალში.

VIM — მაღაზიის ჩატი

მოკლე შეტყობინებები სალაროს, საწყობსა და ოფისს შორის — დამატებითი აპლიკაციის გარეშე.

ავტომატური ბექაპი Google Drive-ზე

მონაცემთა ბაზის ავტომატური ასლი ყოველ საათში — კომპიუტერის დაზიანების შემთხვევაშიც თქვენი მონაცემები დაცულია.

არქიტექტურა

ერთი მაღაზია — რამდენიმე კომპიუტერი

ერთი პროგრამა, ოთხი რეჟიმი. თითოეული კომპიუტერის როლი ერთხელ, პირველი გაშვებისას განისაზღვრება.

ღრუბელიმენეჯერისალარო K1სალარო K2საწყობი W1ოფლაინ
  • ერთი კომპიუტერი

    პატარა მაღაზიისთვის — სალარო, საწყობი და ანგარიშები ერთ კომპიუტერში.

  • მენეჯერი

    ოფისის კომპიუტერი — მაღაზიის მონაცემთა ბაზა, ანგარიშები და ყველა ტერმინალის მართვა.

  • სალარო

    სალაროს ტერმინალი, რომელიც მენეჯერთან დაშიფრული კავშირით მუშაობს.

  • საწყობი

    საწყობის ტერმინალი საქონლის მიღებისა და მოძრაობის სამართავად — ფულთან წვდომის გარეშე.

საიმედოობა

შექმნილია ყოველდღიური ვაჭრობისთვის

კავშირი გაითიშა? სალარო მუშაობას აგრძელებს.

ინტერნეტის ან სერვერთან კავშირის გათიშვის შემთხვევაშიც სალარო აგრძელებს გაყიდვებს. კავშირის აღდგენის შემდეგ გაყიდვების მონაცემები ავტომატურად სინქრონიზდება. ჩეკების ნომრები არ დუბლირდება.

განახლება — თქვენი მუშაობის შეჩერების გარეშე

ახალი ვერსია ფონურად ჩამოიტვირთება და დაინსტალირდება მხოლოდ თქვენი დადასტურების შემდეგ — არასოდეს გაყიდვის პროცესში.

თქვენი მონაცემები — თქვენს კომპიუტერში

მონაცემთა ბაზა ინახება მაღაზიაში. PIN-კოდები დაშიფრულია, ხოლო ტერმინალთან დაკავშირება მხოლოდ ავტორიზებული დაშვებით არის შესაძლებელი.

სისტემური მოთხოვნები

  • Windows 10 ან 11, 64-bit
  • ლოკალური ქსელი — რამდენიმე კომპიუტერის ერთ სისტემაში მუშაობისთვის
  • სალაროს მუშაობისთვის ინტერნეტი საჭირო არ არის
Pricing

Pricing

The program is free on one computer. Only the options and additional computers are paid — a fixed price in GEL. We never take a percentage of your sales.

Free

0 ₾

One computer, with no time limit.

  • Till and receipts
  • Warehouse and stock
  • Reports
  • Export of your data
  • Local backup
  • Stocktake with a phone or a scanner

Paid options

Each has its own price. Choose only what you need.

  • VICloud15 ₾ per month
  • VICO Mini10 ₾ per month
  • RS.ge15 ₾ per month
  • Additional computer15 ₾ per month

Everything together

32 ₾

a month, on one computer

All three options — 20% off the whole amount, computers included.

Installation, training and equipment setup are a separate one-off fee. Custom automation is agreed separately. If a payment is late, the till, your data and export keep working. After the grace period only paid features may be paused — with notice in advance.

გაინტერესებთ VICO ONE?

ნახეთ, როგორ იმუშავებს VICO ONE თქვენს მაღაზიაში. მოგვმართეთ და დაგანახებთ, როგორ მოერგება სისტემა თქვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს.

დემო ვერსიის მოთხოვნა